• სექტემბერი 19, 2021 5:27 pm

,,ინტერი” ფაქტობრივად ჩემპიონია

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში ,,ინტერმა” გამარჯვება იზეიმა

მილანელებმა სტუმრად, ,,კროტონე” 2:0 დაამარცხეს.

ანტონიო კონტეს შეგირდებმა ანგარიში 69-ე წუთზე გახსნეს.
გოლი დანიელმა კრისტუან ერიქსენმა გაიტანა.
სკანდინავიელს საგოლე პასი ბელგიელმა რომელუ ლუკალუმ გაუკეთა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში მაროკოელ აშრაფ ჰაკიმმა დააფიქსირა. მან ნიკოლო ბარელას პასით იხეირა.

,,ინტერმა” ამ გამარჯვებით 82 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე მყოფ ,,ატალანტას” 13 ქულით გაუსწრო.

,,ატალანტა” 34 ტურის მატჩს სტუმრად, ,,სასუოლოსთან” ჩაატარებს.

სერია A-ს დასრულებამდე 4 ტური რჩება. თუ სასწაული არ მოხდა ,,ინტერი” ჩემპიონობას ვადაზე ადრე გაინაღდებს.

,,კროტონე” 0:2 ,,ინტერი”
69′ ერიქსენი (0-1), 90+3′ ჰაკიმი (0-2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.