• სექტემბერი 16, 2021 9:23 pm

ბაღდათის ცენტრალურ სტადიონზე თამაშს თხებიც გულშემატკივრობენ

ბაღდათის ამ ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ბევრი ცნობილი ფეხბურთელი აღიზარდა, მათ შორის თეონა თოდაძე და სხვები.

ბაღდათის სტადიონს, რომელიც შემოღობილიც კი არაა ხანდახან სხვა ცხოველებიც სტუმრობენ ხან საბალახოდ და ხანაც საგულშემატკივროდ.

ფოტო, რომელიც ბაღდათელმა ადგილობრივმა გულშემატკივარმა მოგვაწოდა შეძრწუნებულია.

ბაღდათს საფეხბურთო გუნდიც კი არ გააჩნია. ადრე ჰყავდა!

თუ რატომ არ ჰყავს ამ ქალაქს საფეხბურთო გუნდი, ვფიქრობთ აქ კითხვის დასმაც კი ზედმეტია!

ბაღდათელი გულშემატკივარი არსებული საკითხის გაშუქებას და პრობლემის აღმოფხვრას მოითხოვს.

,,ვისურვებდი ჩემს ქალაქსაც ჰქონდეს ისეთი სტადიონი, სადაც წარმატებული ფეხბურთელები აღიზრდებიან. იქნებ მიაწვდინოთ ხმა, მათ ვისაც ამ საკიტხის გადაჭრა ევალება!” – აცხადებს marca.ge – სთან ბაღდათელი გულშემატკივარი.

საინტერესოა თუ რა პასუხს გაგვცემს ამ საკითხთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია და ქალაქ ბაღდათის მერია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.