• პარ. აგვ 6th, 2021

,,ელ მანდარინაში” ბათუმის ,,დინამომ” ,,შუქურას” გადაუარა – ,,ქართული კლასიკო” თბილისის ,,დინამომ” მოიგო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მე-11 ტურში ლიდერებმა თბილისისა და ბათუმის ,,დინამოებმა” გამარჯვებები მოიპოვეს.

ბათუმელებმა ,,ელ მანდარინად” წოდებულ აჭარულ დერბიში ქობულეთის ,,შუქურა”
დაიბრიყვეს და თანარეგიონელები 8:1 გაანადგურეს.

,,ქართულ კლასიკოში” თბილისის ,,დინამომ” პრინციპული მეტოქე ქუთაისის ,,ტორპედო” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
მატჩში სადებიუტო გოლი თორნიკე მორჩილაძემ ლუკა გაგნიძის პასით გაიტანა.

11 ტურის შემდეგ, თბილისის ,,დინამო” 25 ქულით ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. დედაქალაქელებს აჭარული ,,დინამო” 3 ქულით ჩამორჩება.
9 მაისს, ბათუმის ახალ სტადიონზე ერთმანეთს სწორედ ლიდერები დაუპირისპირდებიან.

ამ დროისთვის მე-3 ადგილზე 20 ქულით თბილისის
,,საბურთალო” იმყოფება.

,,თელავი” 2:2 ,,ლოკომოტივი”
(თბილისი)
6′ იმრანი (0-1), 15′ ბაშალეიშვილი (1-1), 32′ ბერიაშვილი (2-1), 72′ სანდოხაძე (2-2)
გაძევება: 87′ ჯანელიძე (,,თელავი”)

,,დილა” (გორი) 1:1 ,,სამტრედია”
36′ გაგნიძე (1-0), 50′ ერაძე (1-1)

,,საბურთალო” 2:0 ,,სამგურალი”
(წყალტუბო)
16′ მადრიჩენკო (1-0), 51′ ტაბატაძე (2-0)

,,შუქურა” (ქობულეთი) 1:8 ,,დინამო” (ბათუმი)
15′ ინგოროყვა (1-0), 29′ მამუჩაშვილი (1-1), 23′ 28′ გროზურეკი (1-2, 1-3,) 43′ ფანცულაია (1-4), 55′ ჯიღაური (1-5), 69′ ფანცულაია (1-6), 76′ ჯიღაური (1-7), 89′ ზარია (1-8)

,,დინამო” (თბილისი) 1:0 ,,ტორპედო”
(ქუთაისი)
65′ მორჩილაძე (1-0)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.