• სექტემბერი 16, 2021 9:14 pm

ლეგენდარულმა ბუფონმა მეკარეების საფეხბურთო აკადემია გახსნა

იტალიის ქალაქ ტურინში ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო აკადემია გახსნა, სადაც მსურველებს მეკარეობას შეასწავლიან. ამის შესახებ ,,იუვენტუსის” მეკარემ ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე თავად დაწერა.

აკადემიაში 8-16 წლის ბიჭებსა და გოგონებს მიიღებენ და მათ მეკარესთვის საჭირო უნარ-ჩვევებს პროფესიონალი მასწავლებლები შეასწავლიან.

აი რას წერს ბუფონი:
გადავწყვიტე ჩემი გოცდილება მომავალ თაობას გავუზიარო.

ბუფონის საფეხბურთო აკადემია იმისთვის შეიქმნა, რომ 8-16 წლის ბიჭებსა და გოგონებს შესთავაზოს სპეციალიზებული კურსი, რომელიც მიმართულია ტექნიკური თვისებების განვითარებაზე. ეს აკადემია იქნება მათთვის, ვინც ოცნებობს მეკარეობაზე და ვინც ოცნებობს საფეხბურთო სამყაროში დამკვიდრებაზე.

ეს არის ვარჯიშების ინდივიდუალური პროგრამის სრული კომპლექსი, რომელიც შექმნილია სპეციალურად მეკარეებისთვის.

ყოველთვის მნიშვნელოვანია მოზარდისთვის სწორი ვარჯიშები.
მით უმეტეს ამ ასაკში, როცა ხდება მათი ჩამოყალიბება.

ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ უკვე ივნისში მეცადინეობის დაწყებას, მაგრამ ცხადია, რომ სტარტი დამოკიდებულია კორონავისუსის პანდემიის სიტუაციაზე“. დაწერა ,,ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ჯანლუიჯი ბუფონმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.