La Gazzetta dello Sport | იუვენტუსმა ხვიჩასგან თანხმობა მიიღო!

როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას წამყვან ევროპულ გუნდში აუცილებლად ვიხილავთ.

სულ ახლახანს, La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსი” 20 წლის ქართველი ტალანტისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. გამოცემის თანახმად, ტურინულმა კლუბმა ხვიჩასგან თანხმობა უკვე მიიღო. “ბებერმა ქალბატონებმა” ამით კონკურენტი “მილანი” ჩამოიშორეს.

როგორც ცნობილია, მხარეებს შორის შეთანხმება შედგება იმ შემთხვევაში, თუ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს.

“კვარაცხელია შესაძლოა იყოს პირველი ქართველი, რომელიც იქ ითამაშებს. “იუვენტუსი” ტალანტებზე ნადირობს, ხვიჩა კი გუნდთან ძალიან ახლოსაა,” – წერს La Gazzetta dello Sport.