• პარ. აგვ 6th, 2021

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი – რატომ გახდა გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი – რატომ გახდა მიქაუტაძე საუკეთესო

  • გიორგი მიქუტაძემ მთავარ კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა
  • 20 წლის ქართველი ფორვარდი მომავალი სეზონიდან ფრანგულ მეცში ითამაშებს

20 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის რანგით მე-2 დივიზიონის იგივე პროქსიმუს ლიგის ბომბარდირი გახდა.

სერენის ახალგაზრდა შემტევმა რეგულარულ სეზონში 19 გოლის გატანა მოახერხა და ასეთივე შედეგი ჰქონდა სენტ ჟილუას ლიდერ დანტე ვანზეირს, თუმცა, ქართველმა თავდამსხმელმა კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. პირველ რიგში ისაა სათქმელი, რომ გიორგიმ გასვლაზე უფრო მეტი გოლი შეაგდო და მეორეც, მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, როდესაც ვანზეირმა – 4.

მიქაუტაძის სერენმა მე-2 დივიზიონში 28 ტურში 52 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ხსენებულ სენტ ჟილუას ჩამორჩა, ამდენად, ელიტაში გადასავლელ პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს. უკვე ცნობილია, რომ სერენის მეტოქე პირველ დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზე გასული ვაასლანდ-ბევერენი იქნება. 1 მაისს პირველ მატჩში ქართველი ფორვარდის გუნდი მასპინძელია, 8 მაისს – სტუმარი.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ფრანგული მეცის კუთვნილებაა, სერენში კი იჯარის წესით იყო განათხოვრებული. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონისთვის საქართველოს ნაკრების ფორვარდს სწორედ ფრანგები დაიბრუნებენ და მას ლიგა 1-ში თამაშის საშუალება მიეცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.