• პარ. აგვ 6th, 2021

რატომ არის საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ლოგოზე რუსული ასო გამოსახული?

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის ,,დინამოში” რომან ფიფიას მოსვლის შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა.

უპირველესყოვლისა ყურადღება გუნდის აკადემიაზე უნდა გავამახვილოთ.

,,დინამოს” აკადემიაში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი წარმოჩინდა და აღიზარდა.  მათ შორის გამოსაყოფი ორი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. რომ არა ეს ორი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ასე ახლო არ იქნებოდა და რომ არა ფინალში მათი ტრავმები შესაძლოა, საქართველოს საცადელისთვისაც მიეღწია და კონტინენტის პირველობაზე ეთამაშა.

დაუბრუნდეთ ,,დინამოს”.

ფიფიას ხელმძღვანელობით კლუბს რბილად, რომ ვთქვათ უცნაური პოლიტიკა აქვს არჩეული. დედაქალაქელთა მწვრთნელებს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება უწევთ, რადგან სეზონის შემდეგ ,,დინამოს” მინიმუმ 7-8 ფეხბურთელი, მაშ შორის ლიდერები ტოვებენ. თან რამდენიმე გამონაკლისის გარდა თბილისელები ამ ტრანსფერებიდან ვერანაირ ფინანსურ ხეირს ვერ ნახულობენ.

ამ სატრანსფერო პოლიტიკის შედეგად, ,,დინამო” ევროთასებზე ყოველთვის ცუდად გამოდის და ქართული ფეხბურთის სარცხვინო ფურცლებს წერს.

ბოლოს კი სულაც ფარერის კუნძულების გუნდთან 1:6 გავნადგურდით. მიუხედავად, ამ საშინელი მარცხისა კლუბის პოლიტიკა არ იცვლება და ქართველ გულშემატკივარი მორიგი ფიასკოს მოლოდინში ევროთასებს შიშით ელოდება.

,,დინამოს” ფეხბურთელებს, სანამ გუნდში მოიყვანენ ქართველებსაც და უცხოელებსაც უნდა აუხსნან, რომ ეს რიგითი გუნდი არ არის. ეს უდიდესი ტრადიციების გუნდია და როდესაც ამ გუნდის მაისურს მოირგებენ ბოლომდე უნდა დაიხარჯონ და ზერელედ არ უნდა ითამაშონ.

ახლა კი ამ სტატიის სათაურში გამოტანილ თემაზეც ვისაუბროდ.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ლოგოზე რუსული ასო ,,დ” აწერია.  კლუბის მესვეურები გვიმტკიცებენ, რომ ეს რუსული კი არა ინგლისური ასოა.

ა ბატონი, თავად ნახეთ და განსაჯეთ:

IMG_20210426_103649

გასაგებია, რომ ,,დინამოს” ყველაზე დიდი წარმატებები საბჭოთა კავშირის დროს დაახლოვებით, ასეთ ლოგოსთან ასოცირდება. გასაგებია, რომ დაახლოვებით ასეთი წარწერით მაისურებზე ,,დინამომ” ევროპის თასების თასი მოიპოვა, 2-ჯერ საბჭოთა კავშირის თასი აიღო და კიდევ მრავალ წარმატებას მიაღწია, გამაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.

რუსეთმა საქართველოს ძირძველი კუთხეების სამაჩაბლოს და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოს დაუძინებელი მტერია.  ხო და იქნებ მორალურად არ იყოს სწორი საქართველოს საუკეთესო გუნდის ლოგოზე რუსული წარწერა? იქნებ ,,დინამოში” მყოფმა შესაბამისმა პირებმა მოიცალონ და ახალი დიზაინის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადონ?

ბევრი ახლა იმას იტყვის რა დროს ლოგოა, როდესაც გუნდი გაუმართავია, ევროთასებზე მოყვარულებთან მარცხდება, საქართველოს თასიდან პირველივე ეტაპზე გამოეთიშა და ა.შ. მაგრამ ეს ამბავიც მნიშვნელოვანია და თუ ახალი ძლიერი გუნდის შექმნა გვაქვს გადაწყვეტილი იქნებ ახალი გუნდის შენება ლოგოს გამოცვლით დავიწყო?

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.