მარტი 29, 2024

თბილისის დინამოს ყოფილი დამრიგებელი ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილმა “უოტფორდმა” ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში საკუთარ მოედანზე “მილოულს” 1:0 მოუგო.

ჩისკოს გუნდმა 88 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი გაინაღდა და მომავალი სეზონიდან პრემიერლიგაში იასპარეზებს.

ჩისკომ “უოტფორდი” 2020 წლის დეკემბერში ჩაიბარა და მის ხელში გუნდმა პრემიერშიფში 24 მატჩი გამართა. აქიდან 4 წააგო(ყველა მინიმალური სხვაობით), 3 ფრედ ითამაშა და 17 მოიგო.

ესპანელის სპეციალისტი მარტის თვეში ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ჩისკო თბილისის “დინამოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა, თუმცა 2019 წლის სეზონში ლიცენზიის არქონის გამო გუნდს ოფიციალურად ვერ ხელმძღვანელობდა.

ჩისკოს საქართველოში მოღვაწეობიდან ყველაზე ცუდად დასამახსოვრებელი “კლაკსვიკთან” გამართული შეხვედრა იყო. ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო” ფარერების ჩემპიონთან დიდი ანგარიშით დამარცხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *