• პარ. აგვ 6th, 2021

ჩეფერინი ოთხ გუნდს დისკვალიფიკაციით ემუქრება

უცხოური პრესის თანახმად, უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი იმ კლუბებს, რომლებიც ევროპის სუპერლიგიდან არ გამოვიდნენ, დისკვალიფიკაციით დაემუქრა. ესენი არიან: “რეალი”, “ბარსელონა”, “იუვენტუსი” და “მილანი”.
“ესპანურმა და იტალიურმა კლუბებმა, რომლებიც ჯერ კიდევ სუპერლიგაში იმყოფებიან, უეფასგან თავიანთი განშორიშორება უნდა უარყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა აეკრძალებათ.
სრულიად ცხადია, რომ კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ, სუპერლიგის წევრები არიან თუ ევროპული ლიგის. თუ ამბობენ, რომ სუპერლიგაში რჩებიან, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებენ. თუ ამისათვის მზად არიან, შეუძლიათ საკუთარ ტურნირზე იასპარეზონ”, –  ჩეფერინი
წყარო – Associated Press-ი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.