• პარ. აგვ 6th, 2021

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა calciomercato-მ ევროპის სუპერლიგის შესახებ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტს და სპორტის ყოფილ მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა calciomercato-მ ევროპის სუპერლიგის შესახებ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტს და სპორტის ყოფილ მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

ხეჩიკაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სუპერლიგა ფეხბურთის ფასეულობებს ეწინააღმდეგება და იგი ამ ტურნირის წინააღმდეგია.

“ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია და ინოვაცია თანაბრად ყველაზე ვრცელდება. უეფა სწორად მოიქცა, რომ ამ პროექტის შეჩერება გადაწყვიტა. ბოლო ათი წლის განმავლობაში უეფა და ფიფა მუშაობდნენ ფეხბურთის პოპულარიზაციაზე. მე ვიყავი საქართველოს სპორტის მინისტრი და როგორც კი აირჩიეს, ჩეფერინი თბილისში გვეწვია.

ზოგადად სპორტისა და ფეხბურთის განვითარების შესახებ მისი იდეები განსხვავდება სუპერლიგის 12 გუნდის ხელმძღვანელობის შეხედულებისგან. მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და მადრიდის „რეალის“ და „იუვენტუსის“ პრეზიდენტებს ესაუბროთ. კოვიდ-19 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, მაგრამ უეფა განავითარებს ხარისხიან პროექტებს, მაგალითად კონფერენციის ლიგას. ამ 12 კლუბს სუპერლიგის ქვეშ გაერთიანება არ სჭირდება”, – თქვა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ხეჩიკაშვილმა ვრცელ ინტერვიუში ასევე “საბურთალოს” აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები, რომელთაც სწორი განვითარების პირობებში, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.