• პარ. აგვ 6th, 2021

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს.

იტალიელმა ინსაიდერმა Twitter-ის გვერდზე თავისი ვებ-გვერდის – grandhotelcalciomercato-ს სტატია გააზიარა.

ყოველთვის სასიამოვნოა თქვა: “მამიდან შვილამდე“. ღირებულების, მისწრაფების, ვნების გადაცემა. მამარდაშვილების მეკარეების თაობა ცნობილია სამშობლოში. ჩვენ საქართველოში ვართ, მამა, დავითი ასწავლის გიორგის, თუ როგორ უნდა გააკეთოს საუკეთესო, რომ ჩემპიონატის საუკეთესო გახდეს. ის ევროპის რჩეული ტალანტების სიაშია. 43 წლის დავითი ახლა ქუთაისის “ტორპედოს” მეკარეების მწვრთნელია, მაგრამ ის საუკეთესო კლუბებში თამაშობდა. თავისუფალ დროს ის ავარჯიშებს 20 წლის გიორგის, როდესაც ის არ არის მოედანზე “ლოკომოტივთან”, სადაც ის “დინამო თბილისიდან” მივიდა. ის არის ერთ-ერთი უძლიერესი მთელ ლიგაში.

 

“ჯერ კიდევ ბევრი რამის გაუმჯობესება მჭირდება. მაგალითად, ფეხით თამაშის. თითოეული კომპონენტი მეკარისთვის აუცილებელია, კონცენტრაციით დაწყებული, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. მამაჩემი ამ საკითხის გაუმჯობესებაზე ყოველთვის მავარჯიშებდა. მეუბნებოდა, რომ ყურადღება არ უნდა დამკარგვოდა. რამდენიმე წლის წინ მას არ მოსწონდა ჩემი თამაში, ახლა კი მხოლოდ კომპლიმენტებს მეუბნება.

მე მიყვარს ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები. მომწონს ოთხი მეკარე: ნოიერი, რომელიც ჩემი რჩეულია, ალისონიკურტუა და ბუფონი. რაც შეეხება გუნდებს, უპირველეს ყოვლისა, მე ორს ვიტყვი: “მანჩესტერ იუნაიტედი” და “რომა”, – ამბობს მამარდაშვილი ჩვენთან საუბარში, რომელიც უკვე ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროაშია. იქნებ მისმა აგენტებმა ის იტალიურ კლუბებს შესთავაზონ“,  – წერს grandhotelcalciomercato – ი 20 წლის ქართველი ტალანტის შესახებ.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში 7 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.