• პარ. აგვ 6th, 2021

“სუპერლიგაზე უარი ისტორიული შეცდომაა’ – ბარსელონას მოულოდნელი განცხადება

საფეხბურთოს კლუბმა ბარსელონამ ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

“ბარსელონა ევროპის კლუბების უმეტესობის აზრს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ საჭიროა სტრუქტურული რეფორმები, მით უფრო პანდემიის გამო დღევანდელი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. რომ გაუმჯობესდეს ფეხბურთის, როგორც ფანებისადმი მისაწვდომი პროდუქტის დონე. ამიტომაც ჩვენი მხრიდან ისტორიული შეცდომა იქნებოდა, რომ ამ პროექტს არ შევერთებოდით. ჩვენი, როგორც გრანდის მოვალეობაც კი არის, რომ რეფორმების ფორპოსტში ვიდგეთ. თუმცა ბარსელონა თითოეული წევრის საკუთრებაა და ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მათ მიერ მიიღება.

 

მეორე – მას მერე, რაც პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქცია გახდა ცნობილი. ბარსელონას ეჭვიც არ ეპარება, რომ საჭიროა სიღრმისეული ანალიზი და კონსულტაციები ყველასთან. ამას კი დრო ესაჭიროება.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ სუპერლიგის იდეას”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.