• კვი. აგვ 1st, 2021

პეპ გვარდიოლა: ,,წელს, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება და პრემიერლიგის ჩემპიონობაა”

პრემიერლიგის 33-ე ტურში ,,ასტონ ვილასთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი პრესკონფერენციაზე ,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გააკეთა.

ესპანელი სპეციალისტის აზრით, ბირმინგემელების წინააღმდეგ მისმა გუნდმა გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოიპოვა. მან ამის გამო ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

გვარდიოლა აცხადებს, რომ ,,სიტის” მიზანი უცვლელია. მანჩესტერელებს წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება და პრემიერლიგის ჩემპიონობა სურთ.

ხოსეპ გვარდიოლა: ,,ასტონ ვილასთან” მძიმე შეხვედრა გადავიტანეთ და სასიხარულოა, რომ გამარჯვება მოვახერხეთ.
სწრაფი გოლი გავუშვით და ამან მატჩზე გავლენა იქონია.
ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდადებით ითამაშეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ.
მადლობა, ბიჭებს ამ შემართებისთვის.
,,მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგაში 5 რთული შეხვედრა დარჩა და ჩემპიონობის მოსაპოვებლად, ხუთივე შეხვედრა მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.
თან შუალედში თავი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გამოვიჩინოთ.
წელს, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება და პრემიერლიგის ჩემპიონობაა და მიზნის მისაღწევათ თავი არ უნდა დავზოგოთ.
,,სიტისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა. ამ გუნდში დიდი ხანია ვარ და ინგლისის მაშტაბით ყველა ტიტული მოვიგეთ.
ახლა დროა შედეგი ევროპაშიც დავდოთ. ” – აცხადებს პრესკონფერენციაზე ხოსეპ გვარდიოლა.

გვარდიოლას ,,სიტიმ” სტუმრად, ,,ასტონ ვილა” 2:1 დაამარცხა და 77 ქულით პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.
,,ქალაქელები” მე-2 ადგილზე მყოფ ,,მანჩესტერ იუნაიტედს” 11 ქულით უსწრებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.