• სამ. მაი 11th, 2021

უხვგოლიანი დაპირისპირება წყალტუბოში

21 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის 1\16 ფინალური მატჩი სადაც ერთმანეთს სამგურალი 2 და თელავი დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი წუთები სტუმართა უპირატესობით წარიმართა.

შეხვედრის მე 12 _ წუთზე თელაველებს სახიფათო შეტევა გაეპარათ რითაც სამგურალის 9 ნომერმა ნიკოლოზ ხელიძემ ისარგებლა და (1:0) დააწინაურა სამგურალი ანგარიშში.
სამგურალმა 2 თამაში მეორე ნომრად დაიწყო და საკმაოდ სახიფათო კონტრ შეტევებს ქმინიდა.
თელავის სახიფათო შეტევებს საბოლოოდ შედეგი მოჰყვა შეხვედრის 29 _ წუთზე თელავის ფორვარდმა რევაზ ინჯგიამ წონასწოობა აღადგინა და ანგარიში (1:1) გახდა.

შეხვედრის მე_ 41 წუთზე თელაველთა ნახევარმცველმა ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა თელავი დააწინაურა და ანგარიში (1:2) გახდა.

პირველი ნახევარი სამგურალი 2 თელავი დასრულდა (1:2).

შეხვედრის მეორე ნახევარი ისევ თელაველთა უპირატესობით დაიწყო.
მეორე ნახევრის 54_ე წუთზე სამგურალთა სახიფათო შეტევა ყვითელი ბარათის ხარჯზე ჩაშალეს თელაველებმა.

შეხვედრის 80_ ე წუთზე თელაველებმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს გოლი ვაჯა ფაცაციამ გატანა შესანიშნავი თაურით. ანგარიში კი (1:3) გახდა.
შეხვედრა საბოლოოდ სამგურალი 2 თელავი დასრულდა ანგარიშით (1:3).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.