• სექტემბერი 19, 2021 9:49 am

შოთა არველაძე: ,,ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე”

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” ახალი ტურნირის შექმნა გააკრიტიკა.

არველაძის აზრით, როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას.

შოთა არველაძე: ,,როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე. ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს.”- წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 12-მა საფეხბურთო გუნდმა ახალი ტურნირი სუპერლიგა ჩამოაყალიბა და ჩემპიონატების  ჩატარებას დამოუკიდებლად აპირებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.