აპრილი 18, 2024

რუსები საბჭოთა ფეხბურთს და ეროვნულ გუნდს საკუთარი ერის პრივილეგიად მიიჩნევდნენ, შესაბამისად, დინამოსა და ფეხბურთელებს წარმატების მისაღწევად და ასევე,საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად,სპორტულის გარდა,პოლიტიკური ბარიერების გადალახვაც უწევდათ… ბუნებრივია,რომ ათას უსამართლობასა და წინაღობას აწყდებოდნენ ფეხბურთელები,ასეთი შემთხვევები მრავლად იყო და დღეს ერთ-ერთზე შევაჩერებთ ყურადღებას:
მოგეხსენებათ,რომ ევროპის ჩემპიონთა თასი დასაბამს იღებს 1955/56 წლების სეზონიდან,ხოლო,საბჭოთა გუნდები ამ დიდ ასპარეზობას 1965 წლიდან შეუერთდნენ. ამ წელიწადს ჩემპიონთა თასზე… დიახ,სწორედ რომ,ჩვენს დინამოს უნდა ეასპარეზა,მაგრამ საბჭოთა მთავრობის შოვინისტური იდეალების მამებმა როგორც ყოველთვის, “გენიალური” გადაწყვეტილება მიიღეს და თბილისის დინამო არ დაუშვეს ამ გათამაშებაში… სამაგიეროდ, მწვანე შუქი აუნთეს იმავე წელს თასების თასზე კიეველებს. მიზეზს არ იკითხავთ?!.. მოგახსენებთ: ევროპის თასებზე პირველად ვასპარეზობთ და მოდით,ნუ გავრისკავთ და თასების თასებით დავიწყოთო… “გენიალურია”,არა?!!! არადა,თბილისის დინამოს ფეხბურთელები მშვენიერ ფორმაში იყვნენ,ამას ერთვოდა ჩემპიონობით გამოწვეული ამაღლებული განწყობა – ასე ვთქვათ,დაქოქილი იყო გუნდი და ჩემპიონთა თასზე ძალიან ძლიერად იასპარეზებდა კიდეც…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *