• სექტემბერი 19, 2021 4:29 pm

ყაზანის რუბინის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მატჩ ტვ-სთან ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა

ყაზანის რუბინის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მატჩ ტვ-სთან ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა.

სლუცკი: „ჩემი აზრით, ხვიჩა ზაფხულში რუბინიდან წავა“
“ევერტონს, ლევერკუზენს, ატალანტას და სევილიას ვურჩევ”
“თუ არ ითამაშებს, ტრაგედია იქნება”
სლუცკი ამბობს, რომ მისი აზრით ხვიჩა ზფხულში კლუბს დატოვებს.

“თუ ხვიჩა წავა, მაშინ ერთ-ერთ დიდ კლუბში, რომელიც მის სანაცვლოდ სერიოზულ ფულს გადაიხდის. ვფიქრობ, ის ამ ზაფხულს წავა. ვურჩევდი ისეთ ადგილას წავიდეს, სადაც მიზნები დიდია, მაგრამ სათამაშო დროც ექნება.

ინგლისში ევერტონს ვურჩევდი, გერმანიაში – ლევერკუზენს, იტალიაში – ატალანტას, ესპანეთში – სევილიას.

ანუ წამყვანი ჩემპიონატების არა პირველი სამი კლუბი, არამედ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე… ვფიქრობ, ის მილანსა და ბაიერნში არ უნდა წავიდეს, რადგან სათამაშო პრაქტიკა ახლა მნიშვნელოვანია. თუ არ ითამაშებს, ეს ტრაგედია იქნება, რომელსაც ხვიჩა ვერ გადაიტანს”, – თქვა სლუცკიმ.

3 thoughts on “ყაზანის რუბინის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მატჩ ტვ-სთან ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.