• სექტემბერი 19, 2021 5:26 pm

ფლორენტინო პერესი: ,,ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ფეხბურთი ისე, როგორც ევროპის თასმა გადაარჩინა ეს სპორტი 50-იან წლებში”

მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტმა და ახალი ტურნირის სუოერლიგის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ფლორენტინო პერესმა სუპერლიგის დაარსების შესახებ სააგენტო ,,El Chiringuito” -სთან ინტერვიუში ისაუბრა.

პერესი აცხადებს, რომ ახალი ლიგის შექმნის გადაწყვეტილება გუნდებმა ფინანსური კრიზისის და ფეხბურთის გადასარჩენად მიიღეს.

გთავაზობთ ინტერვიუს მცირედი შემოკლებით.

სენიორ პერეს, თქვენ ევროპის სუპერლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი ბრძანდებით. რატომ მიიღეთ ახალი ლიგის შექმნის გადაწყვეტილება?
– ესპანეთის, ინგლისის და იტალიის ტოპ-კლუბებს იმ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ეპოვათ
რა სიტუაციაშიც ისინი აღმოჩნდნენ. ევროპული კლუბების ასოციაცია აღნიშნავს, რომ მათ 5 მილიარდი ევრო დაკარგეს. მადრიდის „რეალმა“ კი 2 სეზონში 400 მილიონი ევრო იზარალა. როცა შემოსავალს, მხოლოდ ტრანსლაციებიდან მიღებული თანხით ღებულობ, საუკეთესო გზა მის გასაზრდელად არის ის რომ, უფრო მეტი სანახაობრივი მატჩი ჩაატარო, რომ გულშემატკივრებს შენი ცქერა უნდოდეს. შესაბამისად, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად გაგვეკეთებინა სუპერლიგა და ჩვენ შევძლებდით დაკარგული თანხის ანაზღაურებას.
თქვენ ახალი ტურნირის პრეზიდენტი იქნებით?
– დიახ. მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ახალმა ლიგამ თავისი დანიშნულება გაამართლოს.
უეფამ ახალი ტურნირი კონფერენსლიგა  უკვე დაარსა.
თქვენი აზრით ეს ტურნირი არ შეუწყობს ხელს ფეხბურთის განვითარებას?
– უეფა-ს ახალი ფორმატის მე არ მესმის და ამას ფეხბურთის გადასარჩენად დამატებითი შემოსავალი არ მოაქვს. როდესაც ვიძახი ფეხბურთის გადარჩენას, მე ყველაფრის გადარჩენას ვგულისხმობ, რადგან შემდეგი 20 წლის განმავლობაში ჩვენ მშვიდად ვიცხოვროთ. სიტუაცია მეტად დრამატულია და ჩვენ გვჯერა, რომ ამ ტურნირს ფეხბურთის შველა შეუძლია.
ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ფეხბურთი ისე, როგორც ევროპის თასმა გადაარჩინა ფეხბურთი 50-იან წლებში.
როდის აპირებთ ახალი ტურნირის დაწყებას?
უახლოეს, მომავალში ტურნირის ფორნატზე და ჩატარების ვადებზე შევთანხმდებით. სუპერლიგას პირველივე შესაძლობის შემთხვევაში დავიწყებთ.
უეფა და ფიფა ახალი ტურნირის ჩატარების იდეას არ იზიარებენ და იქ მონაწილე კლუბებს და ფეხბურთელებს ყველა სხვა ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას უკრძალავენ, რომელიც მათი ეგიდით ჩატარდება.
– ტურნირის ორგანიზატორები ვაპირებთ უეფას და ფიფას წარმომადგებლნლებთან შეხვედრას და ჩვენი არგუმენტების წარდგენას.
სიმართლე გითხრად მიკვირს ვერ ვხვდები რატომ შეიძლება ისინი გაბრაზდნენ.
უეფას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა ,,რეალი” და ის კლუბები, რომლებიც ამ ახალი ტურნირის დამფუძნებლები არიან წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან მოხსნან.
– არ ვიცი რა გულისხმობდა ეს ადამიანი. როდესაც შევხვდებით უეფას წარმომადგენლებს ამის შემდეგ მეცოდინება კონკრეტული დეტალები.
წლევანდელი ჩემპიონთა ლიგიდან ჩვენი მოხსნა უსამართლობა იქნება.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობა აეკრძალებათ.
– ფეხბურთელებს შეუძლიათ იყვნენ წყნარად, რადგან ეს საფრთხე მათ არ ემუქრებათ.

ახალ ტურნირში მონაწილეობის თანხმობა 12-მა გუნდმა უკვე განაცხადა.
ესენია: ,,რეალი”, ,,ბარსელონა”, ,,ატლეტიკო”, ,,მანჩესტერ სიტი”, ,,მანჩესტერ იუნაიტედი”,
,,ლივერპული”, ,,ჩელსი”, ,,ტოტენჰემი”, ,,არსენალი”, ,,იუვენტუსი”, ,,მილანი” და ,,ინტერი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.