• კვი. აგვ 1st, 2021

„რეალს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან მოკვეთა ემუქრებათ

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა იესპერ მელერმა ,,CBS Sports”-სთან საუბარში განაცხადა, რომ რადგან ,,რეალი”,, ,მანჩესტერ სიტი” და ,,ჩელსი” ევროპის სუპერლიგის პროექტს შეუერთდნენ, მათი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში არ დაუშვებენ.

მილერი ამბობს, რომ პარასკევს, 23 აპრილს, აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც დიდი ალბათობით უეფადან იმ 12 კლუბს გარიცხავენ, რომლებმაც ახალი ლიგის შექმნა გადაწყვიტეს.

თუ ,,რეალი”, ,,მანჩესტერ სიტი” და ,,ჩელსი” ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნეს ასეთ შემთხვევაში ტურნირის ჩემპიონი ,,პსჟ” გახდება.
პარიზელები ახალი ლიგის შექმნის იდეას მხარს არ უჭერენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.