• სექტემბერი 19, 2021 4:07 pm

ოფიციალურად: ახალი ტურნირი – ევროპის სუპერლიგა დაარსდა

ახლა უკვე ოფიციალურად – 12-მა საფეხბურთო კლუბმა ახალი ტურნირი, ევროპის სუპერლიგა დააარსა.

 

“მილანი“, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “არსენალი“, „ჩელსი“, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” „ბარსელონა“, “ატლეტიკო”, “რეალი” – ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც ახალი ტურნირის მონაწილეები იქნებიან.

 

ცნობილია, რომ ევროპის სუპერლიგის პირველი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება.

 

UEFA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდები და ფეხბურთელები, რომლებიც ახალ ტურნირზე ითამაშებენ, ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას ვეღარასდროს შეძლებენ.

 

გარდა ამისა, თუ ევროპის სუპერლიგის იდეა ჩავარდება, “რეალი” UEFA-ს ორგანიზებულ ყველა ტურნირს ბოიკოტს გამოუცხადებს მანამ, სანამ კლუბის პრეზიდენტი პერესი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.