• პარ. აგვ 6th, 2021

,ვიტესს ჰოლანდიის თასი რომ არ მოეგო, დავრჩებოდი. აუცილებლად დავრჩებოდი იმიტომ, რომ ტიტული იყო ჩემი მისია იქ; ეს მისია შევასრულე და ამის მერე ვიყავი თავისუფალი

,,ვიტესს ჰოლანდიის თასი რომ არ მოეგო, დავრჩებოდი. აუცილებლად დავრჩებოდი იმიტომ, რომ ტიტული იყო ჩემი მისია იქ; ეს მისია შევასრულე და ამის მერე ვიყავი თავისუფალი.

ვიტესი ფინალს რომ თამაშობდა, ღმერთს კი არ ვთხოვე, მოვთხოვე, რომ ეს თამაში უნდა მომეგო. 120 წლიანი ისტორიის მანძილზე, გუნდს არასდროს ჰქონია ტიტული და მე ვიყავი ყველაზე ახლოს ამ ოცნების ახდენასთან – ვიღაც ქართველი ფეხბურთელი. უნდა აღსრულებულიყო ოცნება, შრომა უნდა დამფასებოდა; უნდა შეგვექმნა კლუბის ისტორია და ამ ისტორიაში მე უნდა ვყოფილიყავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ეს გათავისებული მქონდა.

თასის მოგების შემდეგ ჩემი თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მივხვდი, რომ ის ემოციური მუხტი დავკარგე, რაც წლების განმავლობაში სულ მქონდა. ამის გარეშე მე არ ვიყავი ჩემი თავი. იმიტომ, რომ მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც გრძნობით თამაშობს. როცა მივხვდი, რომ ვიტესში თამაში ჩემთვის ძველებურად მნიშვნელოვანი აღარ იყო, 7-8 თვის მანძილზე ვფიქრობდი, რა მინდოდა და როგორ უნდა მოვქცეულიყავი. გარშემომყოფებსაც ბევრს ველაპარაკებოდი ამ თემაზე.

ფულს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. ძალიან კარგია, როცა ფული გაქვს, მაგრამ ფაქტად გეტყვით, რომ როცა ვიტესში ჩემს მესამე კონტრაქტს მოვაწერე ხელი, 30%-ით მოვიკელი ხელფასი. ამ დროს ჩემი კარიერის პიკში ვიყავი. შემეძლო, ნაბიჯი გადამედგა უკეთესი ლიგისკენ, უკეთესი გუნდისკენ და, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც მქონდა, 50%-ით იმაზე მეტი ხელფასი შემეძლო მქონოდა. მაგრამ იმიტომ, რომ ამდენი სიყვარული ვიგრძენი ხალხისგან და პასუხისმგებლობა ვიგრძენი ამ ხალხის მიმართ, ჩემს ოჯახს ვკითხე: მე აქ დარჩენა მინდა და თუ მაქვს ეს ხელფასი, ამის შემდეგ ამდენი მექნება. რა ვქნა, დავრჩე? ოჯახმა მხარი დამიჭირა – შენ სადაც კარგად გრძნობ თავს, იქ უნდა იყოო”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.