• სექტემბერი 16, 2021 9:22 pm

გრიგოლ დოლიძეს 401 მატჩი კრისტალებით ეროვნული ლიგაში

გრიგოლ დოლიძეს 401 მატჩი კრისტალებით ეროვნული ლიგაში❤️

გასულ ტურში ბათუმის ,,დინამოსთან” გამართული შეხვედრა წყალტუბოს ,,სამგურალის” 38 წლის ნახევარმცველ გრიგოლ დოლიძისთვის ეროვნულ ლიგაში (უმაღლეს ლიგაში) საიუბილეო, მე– 400 მატჩი იყო.

წყალტუბოს სამგურალმა დოლიძეს  ღვაწლი დაუფასა და დღეს ,,ტორპედოსთან” მატჩის დაწყებამდე სამგურალის” პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა ის სიმბოლურად 400 ნომრიანი მაისურით დააჯილდოვა.
გრიგოლ დოლიძე ,,ტორპედოსთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.
,, გრიგოლ დოლიძემ” მოედანი გულშემატკივრების ოვაციების ფონზე დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.