• ოქტომბერი 19, 2021 6:01 am

იმერული დერბი წყალტუბო “სამგურალის” გამარჯვებით დასრულდა

დღეს 17 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე_ 9 ტურში იმერული დერბი შედგა.
სადაც ერთმანეთს წყალტუბოს “სამგურალი” და ქუთაისის “ტორპედო დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი წუთები მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა.
შეხვედრის მე _17 წუთზე ოლეგ მამასახლისმა თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში და სტუმრები (0:1) დააწინაურა.
გაშვებული გოლის შემდეგ სამგურალის ფეხბურთელებმა აქტიურობა იგრძნობოდა მოედანზე გუნდმა ზედიზედ 4 კუთხური მოაწოდა.
შეხვედრის 38 წუთზე სერგო კუხიანიძემ ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
პირველი ნახევარი სამგურალი – ტორპედო (1:1) დასრულდა.
მატჩის 61 წუთზე სამგურალთა რიგებიდან ყვითელი ბარათი სერგო კუხიანიძემ აიღო.
მეორე ნახევრის 62 მეორე წუთზე სამგურალთა რიგებში განხორციელდა პირველი შეცვლა,მოედანზე ალექსანდრე ველურულიძის ნაცვლად დემურ ჩიხლაძე შემოვიდა.
შეხვედრის 71 წუთზე სამგურალთა რიგებში განხორციელდა ორმაგი შეცვლა მოედანზე შემოვიდა უშანგი ბანძელაძე გიორგი მჭედლიშვილის ნაცვლად,დათო კირკიტაზე ირაკლი ლექვთაძის ნაცვლად.
შეხვედრის 72 წუთზე ტორპედოს შემადგენლობაში განხორციელდა პირველი შეცვლა მოედანზე შემოვიდა ოთარ კვერნაძე ფადი ზიდანის ნაცვლად.
შეხვედრის 76 წუთზე დათო კირკიტაძიემ სამგურალი წინ გაიყვანა ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით.
შეხვედრის 78 წუთზე ტორპედოს რიგებში განხორციელდა მეორე შეცვლა მოედანზე შემოვიდა ალაიდინ სალაკუ ირაკლი ძარიას ნაცვლად.
შეხვედრის 81 წუთზე მოედანზე შემოვიდა ტორპედოს შემადგენლობაში თამაზ შარვაშიზე ვაჟა ტაბატაძის ნაცვლად.
შეხვედრის 82 წუთზე ტორპედოს რიგებში ყვითელი ბარათი ოლეგ მამასახლისმა აიღო.
შეხვედრის 84 წუთზე სამგურალის რიგებში განხორციელდა მე_4 შეცვლა მოედანზე შემოვიდა თედო კიკაბიძე გრიგოლ დოლიძის ნაცვლად.

საბოლოოდ მატჩი სამგურალი ტორპედო დასრულდა ანგარიშით (2:1).

 

📷 ოთიკო მიქაბერიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.