• სამ. მაი 11th, 2021

მარიო მანჯუკიჩი მარტის თვის ხელფასს არ აიღებს

 

თავმდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი მილანში სათამაშოდ, ზამთარში გადავიდა. ამ ტრანსფერით ყველაზე მეტად გახარებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო: “ორმაგად შევაშინებთ მოწინააღმდეგეს”- ამბობდა ის.

სამწუხაროდ გამოცდილ ხორვატს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მან ტრავმა მიიღო და 2 თვის განმავლობაში ვეღარ შეძლებს თამაშს. მარიო მანჯუკიჩმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მარტის თვის ხელფასზე, და ის კვლავ კლუბს დაუბრუნა, ფული ქველმოქმედებას მოხმარდება.

”ეს განსაკუთრებული ჟესტია. ეს არის მარიო მანჯუკიჩის ეთიკისა და პროფესიონალიზმის მანიფესტაცია და ასევე მილანისადმი მისი პატივისცემის დემონსტრირება, თქვა კლუბის პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ. – კლუბმა მიიღო შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს მილანის ფონდს, რომელიც შეიმუშავებს პროექტებს რთული ფინანსური მდგომარეობის მქონდე ახალგაზრდების დასახმარებლად. ასევე დაეხმარება მათ, ვინც განათლების მიღებაში სირთულეებს განიცდის. სპორტი ასეთ შემთხვევებში ხდება სოციალური ინკლუზიის საშუალება ”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.