• სამ. მაი 11th, 2021

,,დინამომ” თბილისური დერბი მოიგო და პირველი წრის ჩემპიონი გახდა

,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” თბილისურ გუნდებს ,,ლოკომოტივსა” და ,,დინამოს” შორის პირველი წრის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

თბილისურ დერბის ,,დინამო არენამ” უმასპინძლა.
შეხვედრის ნომინალური მასპინძელი
,,ლოკომოტივი” გახლდათ.

მატჩის ბედი ბოლო 16 წუთში გადაწყდა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ,,რკინიგზელებს” 3:1 სძლია.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის ,,დინამომ” 22 ქულა დააგროვა და პირველი წრის ჩემპიონი გახდა.
,,ლოკომოტივი” კი 14 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

,,ლოკომოტივი” (თბილისი) 1:3 ,,დინამო’ (თბილისი)
74′ მექვაბიშვილი (0-1), 80′ 82′ მარუშიჩი (0-2, 0-3), 85′ კაშია (1-3)

,,ლოკომოტივი”: თევდორაძე, გაბაძე (46′ მჭედლიშვილი), კაშია, სანდოხაძე, ქველაძე, შონია, დარცმელია (76′ იაკობიძე), კირკიტაძე, იმრანი (70′ ჭიაბრიშვილი), კახაბრიშვილი (60′ სამურკასოვი), სიხარულიძე (70′ გავაშელიშვილი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

,,დინამო”: კუტაკაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი (89′ ხარაბაძე), კუცია (89′ იაშვილი), რადინი (58′ მექვაბიშვილი), გაგნიძე (75′ აბუაშვილი), კობოური, ქარდავა, გაბედავა (58′ ახვლედიანი), მარუსიჩი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.