• სამ. მაი 11th, 2021

დიდი სკანდალია აგორებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარშემო

იბრაჰიმოიჩის სკანდალმა შესაძლოა შვედეთის ნაკრების და “მილანის” გეგმები არიოს და ისინი წარმატებულ შეხვედრებში ქულების გარეშე დარჩნენ, მათ შორის საქართველოს ნაკრებთანაც!

დიდი სკანდალია აგორებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარშემო. როგორც გაირკვა იგი არის ბუკმეკერული კომპანია https://www.bethard.com/en/ –ს ათ პროცენტიანი წილის მფლობელი, რაც მოქმედი ფეხბურთელისთვის წესების დარღვევას ნიშნავს. ამ გვერდზე შესვლისას სწორედ ზლატანის რეკლამა გეგგებებათ პირველ გვერდზე.

ვინაიდან ეს კომპანია იღებდა ფსონებს როგორც შვედეთის ნაკრების ასევე იტალიური “მილანის” შეხვედრებზე ზლატანი შესაძლოა 3-წლიანი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით დაისაჯოს, ხოლო ნაკრები და კლუბი ქულების გარეშე დარჩნენ. შვედეთის ნაკრებმა ერთ-ერთი ასეთი მატჩი რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს წინააღმდეგ 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე (1:0) გამართა. თუ სააგენტოებს დავუჯერებთ ყველა ნაკრებს თუ კლუბს აქვს უფლება თავის მატჩზე საჩივარი შეიტანოს მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც შეხვედრის შედეგის გაუქმება მოითხოვოს და შვედებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.