• სამ. მაი 11th, 2021

საინტერესო მომენტები და გამონათქვამები – ზინედინ ზიდანის წარმატების ფორმულა

ერთადერთი, რისი კეთებაც მინდოდა – ფეხბურთის თამაში იყო, ამიტომაც სკოლაში ხანდახან პრობლემები მქონდა. მშობლები არასოდეს მტუქსავდნენ, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ჩემი დამოკიდებულება საქმისადმი არასწორი იყო. ერთხელ მათ მითხრეს: “ვიცით, რომ შენში რაღაც არის, ამიტომაც მოიქეცი ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლი”.

როცა მამისგან და დედისგან ნებართვა მივიღე, მთლიანად დავუთმე საკუთარ თავი იმას, ვინც მინდოდა გამოვსულიყავი. როცა “კანში” მოვხვდი და სხვა ფეხბურთელების ვარჯიშს ვუყურებდი, მივხვდი, რომ სწორედ ამის კეთება მინდოდა. იმ მომენტიდან მოყოლებული, ბოლომდე ვიხარჯებოდი და ვიბრძოდი, რათა საუკეთესო მოთამაშე გავმხდარიყავი. კარგად ვისვენებდი, მაგრამ ბარებში დასალევად არასოდეს წავსულვარ. საკუთარ თავზე ვზრუნავდი, ბევრ წყალს ვსვამდი და გაწელვის ვარჯიშებს ვაკეთებდი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო რათა საუკეთესო ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ეს ნებისმიერ ფასად უნდა გამეკეთებინა. ასე გავაბედნიერე ჩემი მშობლები და ვაიძულე ჩემით ეამაყათ.” – ზინედინ ზიდანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.