• კვი. აგვ 1st, 2021

დღის ფოტო: ფედე ვალვერდეს ტერფის მდგომარეობა, რომელმაც მატჩი ტკივილგამაყუჩებლებით ჩაატარა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს, ფედე ვალვერდეს, „ლივერპულთან“ საპასუხო მატჩის ჩატარება ტკივილგამაყუჩებლებით მოუწია.

ურუგვაელმა ტრავმა „ბარსელონასთან“ გამართულ ელ კლასიკოში მიიღო, როცა მოედნის დატოვება მე-60 წუთზე მოუწია. თუმცა, საკადრო პრობლემების გამო, დღევანდელი მატჩის წინ ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

ფედემ 90 წუთიდან უდიდესი ნაწილი თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა მცველად ითამაშა და ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.

მატჩის შემდეგ კი, ფეხბურთელის მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც კარგად ასახავს, თუ როგორი ტერფით მოუწია დღევანდელი მატჩის ჩატარება ვალვერდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.