• სამ. მაი 11th, 2021

გაძევებული დაუშვილი და ,,ანორთოსისის” გამარჯვება კვიპროსის თასის 1/2 ფინალში

კვიპროსის თასის პირველ 1/2 ფინალურ ორთაბრძოლაში თემურ ქეცბაიას ,,ანორთოსისმა” გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ნიქოზიას ,,აპოელს” მინიმალური სხვაობით 1:0 სძლია.

ქეცბაიამ ოთხივე ქართველი გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

53-ე წუთზე დაუშვილი მსაჯმა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა.

ქვილითაია 56-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო
ოქრიაშვილმა მოედანზე 76 წუთი გაატარა.
ფამაგუსტელთა მეკარე ლორიამ მატჩი სრულად ჩაატარა.

კვიპროსის თასის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი 21 აპრილს, გაინართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.