• პარ. აგვ 6th, 2021

წყალტუბოს “სამგურალის” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი უჩა სოსიაშვილმა დატოვა.

ჯერ-ჯერობით ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, მაგრამ სავარაუდოდ ხელმძღვანელობა არსებულინ შედეგებით იქნება უკმაყოფილო.

“სამგურალს” მიმდინარე სეზონში 8 მატჩში მხოლოდ 1 მოგება და 3 ფრე აქვს.

უჩა სოსიაშვილი იმერულ კლუბში 2019 წლიდან მუშაობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.