• სამ. მაი 11th, 2021

„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის სპორტსმენის მეუღლეს ახლა გიგის გულშემატკივრები ანუგეშებენ

24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა.

გიგის 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში “არნოლ კიარის” მალფორმაციისდიაგნოზი დაუდგინდა. საქართველოში გაუკეთდა 5 ოპერაცია უშედეგოდ, ყველა ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა მძიმდებოდა და საბოლოოდ კი რეანიმაციამდე, შემდგომ კი ღრმა კომამდე მივიდა საქმე.

გიგის მეუღლე, თეკო გურგენიძე დარჩა.

 

გიგის დასახმარებლად თითქმის მთელი საქართველო გაერთიანდა. თუმცა სიკვდილმა მაინც გაიმარჯვა.

 

 

24 წლის ბიჭის გარდაცვალების შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც გიგისთვის გაერთიანდნენ ახლა მის მეღლეს, თეკო გურგენიძეს ამხნევებენ. ათასობით ადამიანი წერს მას და თანაუგრძნობენ.

 

„შენ ყველაფერი გააკეთე რაც შეგეძლო, ამას ბევრი ვერ იზამდა. შენ ძლიერი ხარ გული გვწყდება, რომ ასე ადრე დაგტოვა გიგიმ“.

 

 

„ღმერთმა დაუმკვიდროს გიგის ცათა სასუფეველი, შენ კი გამძლეობა, ძალიან მაგარი გოგო ხარ, მისთვის ყველაფერი გააკეთე“…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.