• ორშ. მაი 10th, 2021

ფლორენტინო პერესი ,,რეალის” პრეზიდენტად ახალი ვადით აირჩიეს

მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი ვადით აირჩიეს.

პერესი ,,სამეფო კლუბს” 2025 წლამდე უხელმძღვანელებს.

პერესს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტი არ ჰყოლია.
აქედან გამომდინარე იგი პრეზიდენტი ავტომატურად გახდა.

ფლორენტინო პერესი პირველად „რეალის“ პრეზიდენტად 2000 წლის ივლისში აირჩიეს.
მისი პრეზიდენტობისას, მადრიდელებმა ჯამში 47 ტიტული მოიგეს.
დედაქალაქელებმა 26-ჯერ წარმატებას ფეხბურთში მიაღწიეს.
21-ჯერ კი კალათბურთში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.