• კვი. აგვ 1st, 2021

სერხიო რამოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის ,,რეალის” კაპიტანს სერხიო რამოსს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

რამოსს კოვიდ 19-ზე ტესტი გუშინ საღამოს ჩაუტარეს, რომელმაც დადებითო პასუხი აჩვენა.

,,სამეფო კლუბის” კაპიტანი თვითიზოლაციაში გადავიდა. მას ვირუსის მწვავე სიმპტომები არ გააჩნია.

სერხიო რამოსს ტრავმა აწუხებს და ,,რეალს” ისედაც ვერ ეხმარება.
მან 10 აპრილს, კარიერაში პირველი ,,ელ კლასიკო” გამოტოვა.

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ რამოსი ჩემპიონთა ლიგაზე
,,ლივერპულთან” განმეორებით 1/4 ფინალურ მატჩში ვერ ითამაშებს.

სერხიო რამოსი ,,სამეფო კლუბს” სავარაუდოდ, ვერც ,,ხეტაფესთან” და ,,კადისთან” უკაპიტნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.