1 იანვარს გაიმართა პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩი სადაც ერთმანეთს ბრაიტონი და ჩელსი დაუპირისპირდა.
ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირება ხუთივე ჩელსის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის მე-10 წუთზე ცეზარ ასპილიკუეტამ გოლი გაიტანა და 1:0 დააწინაურა ლონდონის ჩელსი ბრაიტონთან შეხვედრაში.
შეხვედრის 22-ე წუთზე ბრაიტონის რიგებში მოხვდა პირველი იძულებითი ცვლილება დენ ბერნმას ნაცვლად მოედნზე ბერნარდო შემოვიდა.
შეხვედრის 43-ე წუთზე ბრაიტონის ფეხბურთელებმა პირველად მოახერხეს კარში ზუსტად დარტყმა.
მატჩის პირველი ტაიმი ბრაიტონი-ჩელსი დასრულდა სტუმრების გამარჯვებით 0:1.
მეორე ნახევრის სტარტზე ბრაიტონის რიგებში განხორციელდა მე-2 ცვლილება მოედანზე არონ კონოლი შემოვიდა ივი ბუსუმას ნაცვლად.
მეორე ნახევრის 66-ე წუთზე ჩელსის რიგებში განხორციელდა პირველი ცვლილება კრისტიან პულისიჩის ნაცვლად მოედანზე გამოვიდა კალუმ ჰადსონ-ოდოი.
შეხვედრის 69-ე წუთზე ბრაიტონის რიგებში განხორციელდა ბოლო მე-3 ცვლილება მოედანზზე შემოვიდა ალირეზა ჯაჰანბახში არონ მუის ნაცვლად.
შეხვედრის 73-ე წუთზე ჩელსის რიგებში განხორციელდა მე-2 ცვლილება მოედანზე შემოვიდა მათეო კოვაჩიჩი მეისონ მოუნტის ნაცვლად.
შეხვედრის 84-ე წუთზე შესვლაზე შემოსულმა ალირეზა ჯაჰანბახშმა ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა ჩელსისთან და 1:1 გახდა.
საბოლოოდ მატჩი ბრაიტონი ჩელსი დასრულდა 1:1.
ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში ბრაიტონს 24 ქულა აქვს და მე-13 ადგილას იმყოფება ხოლო რაც შეეხება ჩელსის 36 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.