• სამ. მაი 11th, 2021

ნიკა კაჭარავამ სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა

ნიკა კაჭარავა პოზნანის „ლეხის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ, რომ მკურნალობას ასრულებს და მალე სათამაშოდ მზად იქნება.

„ახლა თავს კარგად ვგრძნობ, რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდის. მე უკვე დავიწყე ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე სირბილი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მინდორს მალე დავუბრუნდები. მაგრამ სამწუხაროდ, ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ“, –

მან მსოფლიოს შესარჩევში საქართველოს ნაკრების სასტარტო შეხვედრაზეც ილაპარაკა.

 

„საქართველოს ნაკრებმა პირველ თამაშებში მხოლოდ ქულა დააგროვა, მაგრამ მიმაჩნია, ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და მათთვის ასეთ მეტოქესთან კონკურენციის შესაძლებლობა იყო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რაც მომავალში შედეგს მოგვიტანს. ჩვენ თუ ამ ენერგიას შევინახავთ და მომდევნო მატჩებსაც ასევე ჩავატარებთ, მაშინ ქულებს აუცილებლად დავაგროვებთ“, – თვლის კაჭარავა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.