• სამ. მაი 11th, 2021

ფაბრეგასმა თავის მომავალზე ისაუბრა

ფრანგული “მონაკოს” ესპანელმა ნახევარმცველმა ცესკ ფაბრეგასმა თავის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელის განმარტებით, რომელიც ფრანგულ კლუბში 2019 წლიდან ასპარეზობს, გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს. ცესკს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა გუნდის მწვრთნელ ნიკო კოვაჩს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა რომ გადაწყვეტილებას მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მიიღებს.

მიმდინინარე სეზონში ფაბრეგასი მინდორზე 21-ჯერ გამოჩნდა და თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.