• სამ. მაი 11th, 2021

ტექბოლი ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტის სახეობა

ტექბოლი ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტის ახალი მიმდინარეობაა. ტექბოლი 2014 წელს პროფესიონალმა სპორტსმენმა გაბორ ბორასმა და კომპიუტერული სფეროს მეცნიერმა ვიქტორ ჰუსზარმა შექმნეს.მის სათამაშოდ საჭიროა სპეციალური მაგიდა და ბურთი. ტექბოლის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს სახლის თამაშია, რომელიც ხელს უწყობს მოთამაშის კონცენტრაციის და გამძლეობის დახვეწას, ასევე ახალი ტექნიკური უნარების შეძენას. მათი თქმით, ტექბოლის მიზანი ფეხბურთისთვის კონკურენციის გაწევა არ არის, პირიქით – ეს ჰაერში ბურთით თამაშის დახვეწაა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც გამოადგებათ და პროფესიონალებსაც.

ტექბოლს თამაშობს 2, 4 ან მეტი მოთამაშე.

თამაში ძირითადად სპეციალურ დახრილ მაგიდაზე მიმდინარეობს, რომლის ზომაც 2-წლიანი მეცნიერული გამოცდით შეიქმნა, დიზაინის დადგენის დროს კი მათემატიკის და ფიზიკის წესები გაითვალისწინეს. ასეთი დიზაინის მაგიდა გარანტიაა, რომ თამაშში გაიმარჯვებს არა იღბლიანი, არამედ უფრო გამოცდილი მოთამაშე. ტექბოლს რეკომენდაციას უწევს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იყო რონალდ კუმანი.გარდა ამისა არსებობს ტექბოლის საერთაშორისო ფედერაცია რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები არიან გაწევრიანებული.ტექბოლის პირველ მსოფლიო თასს ბუდაპეშტმა 2017 წელს უმასპინძლა რომელშიც 20 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოშიც არის შექმნილი ტექბოლის ფედერაცია რომელიც ყოველ წელს მართავს სხვადასხვა ტურნირებს სადაც აქტიურად არის ჩართული როგორც პროფესიონალი ასევე დამწყები ფეხბურთელებიც.იმედია სპორტის ეს ახალი სახეობა საქართველოშიც მალე გახდება პოპულარული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.