• სამ. მაი 11th, 2021

ქარიმ ბენზემა: ,,ბარსელონასთან” გამარჯვება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა”

,,ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ ,,რეალის” ლიდერმა ქარიმ ბენზემამ კომენტარი სააგენტო ,,Don balon.com”-თან გააკეთა და განვლილი მატჩი შეაფასა.

ბენზემამ კატალონიელების კარში ულამაზესი გოლი გაიტანა. მან ლუკას ვასკესის ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში ქუსლით გადაგზავნა.

ფრანგს ჟურნალისტმა პირველი კითხვა სწორედ ამ გოლზე დაუსვა.

ქარიმ ბენზემა: ,,ლამაზი გოლი გამომივიდა. ,,ელ კლასიკოში” გოლის გატანა ჩემში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.
მაგრამ მთავარი ყოველთვის გუნდის წარმატებაა.
,,ბარსელონასთან” გამარჯვება ყოველთვის ორმაგად სასიამოვნოა.
მოგეხსენებათ, ,,რეალს” და ,,ბარსელონას” ერთმანეთში დიდი დაპირისპირება აქვთ და კატალონიელებთან მოპოვებულ თითოეულ ქულას ძალიან დიდი ფასი აქვს.
ეს შეხვედრა საჩემპიონო ბრძოლისთვისაც მნიშვნელოვანი გახლდათ.
ახლა მთავარია დარჩენილ შეხვედრებშიც მაქსიმუმი გავაკეთოთ და ჩემპიონობა შევინარჩუნოთ”.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის
,,ლივერპულთან” განმეორებითი მატჩის შესახებაც ისაუბრა.

ქარიმ ბენზემა: ,,ელ კლასიკოსგან” გამოწვეული ემოციები უნდა დავივიწყოთ და მთელი.კონცენტრაცი
,,ლივერპულთან” დაპირისპირებაზე მოვახდინოთ.
ინგლისში დაძაბული შეხვედრა გველის.
,,რეალმა” პირველი ნაბიჯი გადადგა და ,,ლივერპულს” 3:1 მოუგო, თუმცა ორრაუნდიანი ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.
,,რეალის” მიზანი უცვლელია. გვსურს ესპანეთის ჩემპიონობა და უეფას ჩემპიონთა თასის აღმართვა.” – აცხადებს ქარიმ ბენზემა ,,Don balon.com”-თან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.