• სამ. მაი 11th, 2021

,,მილანმა” ,,ინტერთან” ჩამორჩენა შეამცირა

იტალიის სერია A-ს კლუბმა ,,მილანმა” 30-ე ტურის შეხვედრაში გასვლაზე, ,,პარმა” დაამარცხა.

,,ენიო ტარდინის” სტადიონზე გამართულ მატჩში ,,როსონერიმ” 3:1 გაიმარჯვა და ,,ინტერთან” ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირა.

დღეს, საჩემპიონოდ მომართული ანტონიო კონტეს გუნდი ,,კალიარის” დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში 14 ქულიან უპირატესობის სტატუსკვოს აღადგენს.

,,ინტერისა” და ,,კალიარის” ორთაბრძოლა 14:30 საათზეა დანიშნული.

,,პარმა” 1:3 ,,მილანი'”
8′ რებიჩი (0-1), 44′ კესი (0-2), 66′ გალიოლო (1-2), 90+4′ ლეაო (1-3)
გაძევება: 60′ იბრაჰიმოვიჩი (,,მილანი”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.