• შაბ. აპრ 17th, 2021

,,მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპა ლიგის 1/2 ფინალს მიუახლოვდა

ევროპა ლიგაზე 1/4 ფინალური სერიის პირველი შეხვედრები გაიმართა.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე ესპანური კლუბი ,,გრანადა” 2:0 დაამარცხა და ფაქტობრივად, ტურნირის 1/2 ფინალშია.

ლონდონში,
,,არსენალმა” ჩეხური კლუბ პრაღის ,,სლავიას” ვერ მოუგო.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

1/2 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა ,,ვილიარეალმა”.
ესპანურმა კლუბმა ზაგრებში, ,,დინამოს” 1:0 სძლია.

ევროთასებს შემორჩენილმა ერთადერთმა იტალიურმა გუნდმა ,,რომამ” ამსტერდამში ,,იოჰან კრუიფის” სტადიონზე ,,აიაქსს” 2:1 მოუგო.

,,გრანადა” (ესპანეთი) 0:2 ,,მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
31′ რაშფორდი (0-1), 90′ ბრუნო ფერნანდეში პენ. (0-2)

,,დინამო” (ზაგრები, ხორვატია) 0:1 ,,ვილიარეალი”
(ესპანეთი)
44′ მორენო (0-1)

,,არსენალი” (ინგლისი) 1:1 ,,სლავია” (ჩეხეთი)
86′ პეპე (1-0), 90+4′ ჰოლესი (1-1)

,,აიაქსი”
(ნიდერლანდები) 1:2 ,,რომა” (იტალია)
39′ კლაასენი (1-0), 57′ პელეგრინი (1-1), 87′ იბანიესი (1-2)
გამოუყენებელი პენალტი: 53′ ტადიჩი (,,აიაქსი”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.