• შაბ. აპრ 17th, 2021

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კინოში გადაიღებენ

,,მილანის”  შვედ ფეხბურთელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს კინოში გადაიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ჟურნალი ,,ეკიპი” ავრცელებს.

ფილმის სახელია – „ასტერიქსი და ობელიქსი: აბრეშუმის გზა“.
სურათში ზლატანის პერსონაჟს ანტივირუსი ჰქვია.

ზემოთაღნიშნული ფილმის პრემიერა 2022 წელს არის დაგეგმილი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში სურათი განათავსა, სადაც თავისი პერსონაჟის სახელი წერია.
იქვე კი მცირე კომენტარიც დაწერა: ,,ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევის დრო დგება. ფილმში გადამიღებენ.
,,ANTIVIRUS”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.