• კვი. აპრ 11th, 2021

ბათუმის ,,დინამომ” კახეთში გამარჯვება იზეიმა

,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მე-7 ტურის შეხვედრაში ბათუმის ,,დინამომ” სტუმრად, ,,თელავს” 2:1 სძლია.

თელავში, ,,კავკასიონი არენაზე” გამართულ შეხვედრაში აჭარლებიდან გოლები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯამბულ ჯიღაურმა და სანდრო ალთუნაშვილმა გაიტანეს.

კახური გუნდიდან თავი
რატი არდაზიშვილმა გამოიჩინა.

ბათუმის ,,დინამომ” ეროვნულ ლიგაში ამ გამარჯვების შემდეგ 15 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადავიდა.
ზღვისპირელები 1 ქულით მხოლოდ თბილისის ,,დინამოს” ჩამორჩებიან.

,,თელავი” კი 6 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

,,თელავი” 1:2 ,,დინამო” (ბათუმი)
59′ ჯიღაური (0-1), 61′ ალთუნაშვილი (0-2), 66′ არდაზიშვილი(1-2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.