ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონის ,,ჩელსიმ” სტუმრად, ,,პორტუ” 2:0 დაამარცხა.
თომას ტუხელის გუნდმა მეისონ მოუნტისა და ბენჟამინ ჩილუელის გოლები გაიმარჯვა.
,,არისტოკრატებმა” ტაიმი 1:0 მოიგეს.
იტალიელ ჯორჯინიოს პასით ლონდონელები მეისონ მოუნტმა დააწინაურა.
85-ე წუთზე ჩილუელმა იხეირა და 13 აპრილს, გასამართ მატჩისთვის საკუთარ გუნდს კარგი ჰანდიკაპი შეუქმნა.
,,პორტუ” (პორტუგალია) 0:2 ,,ჩელსი” (ინგლისი)
32′ მოუნტი (0-1), 85′ ჩილუელი (0-2)
,,პორტუ”: მარჩესინი, მანაფა (83′ კონსეისაო), ნბემბა, პეპე, სანუსი, კორონა, კრიჯიჩი, ურიბე, ოტავიო (83′ ტონი მარტინესი), მარეგა (83′ ვიეირა), ლუის დიასი
მთავარი მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო
,,ჩელსი”: მენდი, ასპილიკუეტა, კრისტიანსენი, რუდიგერი, ჯეიმსი (80′ ტიაგო სილვა), ჯორჯინიო, კოვაჩიჩი (90+2′ ემერსონი), ჩილუელი, მოუნტი (80′ კანტე), ჰავერცი (65′ ჟირუ), ვერნერი (65′ პულისიჩი)
მთავარი მწვრთნელი: თომას ტუხელი