• ოთხ. აპრ 14th, 2021

თბილისის ,,დინამომ” აჭარაში გაიმარჯვა

,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მე-7 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის ,,დინამომ” სტუმრად, ქობულეთის. ,,ჩელე არენაზე” ,,შუქურას” 2:0 სძლია.

ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი ნემსაძის გუნდმა 16 დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

წყალტუბოს
,,სამგურალმა” მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
იმერლებმა ,,დინამო არენაზე”
,,ლოკომოტივი” უხვგოლიან ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.

აღნიშნულ შეხვედრაში
,,რკინიგზელთაგან” მორიგი გოლი გაიტანა სამშობლოში დაბრუნებულმა გურამ კაშიამ.

დღის დასკვნით ორთაბრძოლაში
,,საბურთალომ” გასვლაზე გორში, ,,დილას” 2:1 მოუგო.

,,ლოკომოტივი”
(თბილისი) 2:3 ,,სამგურალი”
(წყალტუბო)
9′ კუხიანიძე (0-1), 15′ ბურჯანაძე (0-2), 20′ კაშია (1-2), 27′ ფონიავა (1-3), 45+2′ კირკიტაძე (2-3)

,,შუქურა” (ქობულეთი) 0:2 ,,დინამო” (თბილისი)
65′ გაბედავა პენ. (1-0), 84′ ახვლედიანი (0-2)

,,დილა” (გორი) 0:1 ,,საბურთალო” (თბილისი)
41′ ტაბატაძე (0-1), 54′ ბიძინაშვილი (1-1), 85′ ერისთავი (1-2)
გაძევება: 61′ მაისაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.