• ოთხ. აპრ 14th, 2021

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გერმანული “ლაიპციგის” ნახევარმცველით მარსელ საბიცერითაა დაინტერესებული. გერმანული გამოცემები აღნიშნავენ, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს სწორედ ავსტრიელი ფეხბურთელით სურს ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ საბიცერს “ლაიპციგთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ჯერ-ჯერობით ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კონკრეტული სიახლე არ ხმაურდება.

27 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში 2015 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ გუნდის მაისურით 223 შეხვედრა ჩაატარა და თავი 50-ჯერ გამოიჩინა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.