უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,დირტმუნდს” დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო.
შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.
ხოსეპ გვარდიოლას ბიჭები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ.
გოლი ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა გაიტანა.
ბენელუქსელს საგოლე პასი ალჟირელმა რიად მაჰრეზმა გაუკეთა.
მეორე ნახევარში სტუმრებმა კარგად ითამაშეს და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს.
84-ე წუთზე ნორვეგიელი ტალანტის ერლინგ ჰალანდის პასით წონასწორობა მარკო როისმა აღადგინა.
მატჩის მიწურულს ,,მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა ფილ ფოდენმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ინგლისურმა კლუბმა მატჩი 2-1 მოიგო.
ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალი
მანჩესტერი ,,ეტიჰად სტედიუმი”
,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) 2:1
,,დორტმუნდი”
(გერმანია)
19′ დე ბრუინი (1-0), 84′ როისი (1-1), 90′ ფოდენი (2-1)
,,მანჩესტერ სიტი” : ედერსონი; უოლკერი, სტოუნი, რუბენ დიასი, კანსელო; როდრი, გუნდოგანი; მაჰრეზი, სტერლინგი, ფოდენი; დე ბრუინი, ბერნანდო სილვა (59′ გაბრიელ ჟესუსი)
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
,,დორტმუნდი”: ჰიტცი; მორეი ბაუზა (81′ მუნიე), აკანჯი, ჰუმელსი, გერერო; ჩანი, ბელინგჰემი, დოუდი (81′ დელენეი); კნაუფი (63′ რეინა), როისი; ჰალანდი
მთავარი მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი
ამ გუნდების განმეორებითი 1/4 ფინალური მატჩი 14 აპრილს, შედგება.