• შაბ. აპრ 17th, 2021

ჩემპიონთა ლიგაზე ,,რეალმა” ,,ლივერპულს” დამაჯერებლად სძლია

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის ,,რეალმა”,,ლივერპულს” აჯობა.

,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე გამართული მატჩი ,,სამეფო კლუბმა” 3:1 მოიგო.

შეხვედრის გმირი ,,რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟუნიორ ვინისიუსი გახდა. მან დუბლი შეასრულა და მადრიდელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

,,სამეფო კლუბმა” ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა.
გერმანელ ტონი კროსის გადაცემით მეტოქის კარი ბრაზილიელმა ჟუნიორ ვინისიუსმა დალაშქრა.

36-ე წუთზე მარკო ასენსიომ სხვაობა ორამდე გაზარდა.

ასენსიოს დუბლი შესრულება პირველივე ტაიმში შეეძლო, თუმცა ხელსაყრელ პოზიციაში დარჩენილმა ალისონის კარი ვერ აიღო.

ტაიმი მადრიდელებმა 2:0 მოიგეს.

51-ე წუთზე ,,ლივერპულმა” სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. პორტაგალიელ ტიაგო ჟოტას გადაცემით ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა იხეირა.

63-ე წუთზე ბრაზილიელმა ჟუნიორ ვინისიუსმა დუბლი შეასრულა.
სამხრეთ ამერიკელმა ხორვატ ლუკა მოდრიჩის ოსტატობით შექმნილი მომენტი დააგვირგვინა.

დარჩენილ დროში მადრიდელებმა ანგარიში შეინარჩუნეს და 14 აპრილს, გასამართ განმეორებით მატჩში ლივერპულს 2-ბურთიანი უპირატესობით ეწვევიან.

ჩემპიონთა ლიგა
1/4 ფინალი
მადრიდი, ,,ალფრედო დი სტეფანო”

,,რეალი” (მადრიდი) 3:1
,,ლივერპული (ინგლისი)
27′ ჟუნიორ ვინისიუსი (1-0), 36′ ასენსიო (2-0), სალაჰი (2-1), 65′ ჟუნიორ ვინისიუსი (3-1)

,,რეალი”: კურტუა; მენდი, მილიტაო, ნაჩო; ლუკას ვასკესი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ასენსიო (70′ ვალვერდე), ჟუნიორ ვინისიუსი (85′ როდრიგო), ბენზემა
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

,,ლივერპული”: ალისონი; ალექსანდრ არნოლდი, ქაბაქი (81′ ფირმინო), ფილიპსი, რობერტსონი; კეიტა (42′ ალკანტარა), ფაბინიო, ვიინალდუმი; სალაჰი, ჟოტა (81′ შაქირი) , მანე
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.