• შაბ. აპრ 17th, 2021

სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ეს წუთია გავრცელდა 15 წლის მოზარდი მოკლეს ქუთაისში

15 წლის მოზარდი მოკლეს ქუთაისში. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე დაჭრილი ახალგაზრდა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს.საავადმყოფოს დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის დეტალების გარკვევას პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. დეტალებს მომხდარზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.