,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მე-7 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს იმერული კლუბები ,,სამტრედია” და ქუთაისია ,,ტორპედო” დაუპირისპირდნენ.
სამტრედიაში, ,,ეროსი მანჯგალაძის” სტადიონზე გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
,,ტორპედომ” ეროვნულ ლიგაში მიჯრით მე-5 ფრე ითამაშა და მოუგებლად, 5 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.
,,სამტრედია” კი 4 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.