• შაბ. აპრ 17th, 2021

გარი ნევილმა ლინგარდის შესახებ ისაუბრა

“მანჩესტერ იუნატედის” ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად Sky Sports-ის ანალიტიკოსმა გარი ნევილმა ჯესი ლინგარდის შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, მანკუნიანელებმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლინგარდი იჯარით დედაქალაქურ “ვესტ ჰემში” გაუშვეს და მას შემდეგ ინგლისელი ნახევარმცველი ფანტასტიკურ ფორმაშია. ლინგარდმა “ვესტ ჰემში” გადასვლის შემდეგ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჯესის ბოლო გოლი გასული წლის აგვისტოში ჰქონდა გატანილი.

გარი ნევილმა ლინგარდთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯესის რთული პერიოდი ჰქონდა და ეს თითოეული ფეხბურთელის კარიერაში ხდება. ნევილმა ასევე აღნიშნა, რომ იუნაიტედს ჯესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეშვა და თუ ვინმეს გაშვება უნდოდა ეს უელსელი დენიელ ჯეიმსი უნდა ყოფილიყო, რომელიც ასევე ცუდ ფორმაში იმყოფებოდა და ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას.

ვნახოთ, რა რეაგირება ექნება ამ ყველაფერზე ნევილის ყოფილ თანაგუნდელსა და ამჟამად იუნაიტედის მწვრთნელ ოლე-გუნარ სულშერს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.